წინწყაროს საჯარო სკოლისა და მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის სასწავლო და ტექნოლოგიურ ბაზებზე მოსწავლეების ვორქშოფი

წინწყაროს საჯარო სკოლისა და მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის სასწავლო და ტექნოლოგიურ ბაზებზე მოსწავლეებმა ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა

წინ­წყა­როს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 9-14 მარტს სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის დროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ვორ­ქშოფ­ში, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა წინ­წყა­როს სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და მიკ­რო და ნა­ნო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მიერ "მეც­ნი­ე­რე­ბა იწყე­ბა სკო­ლი­დან - კვლე­ვე­ბი მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით’’ გრან­ტის ფარ­გლებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვორ­ქშო­ფი სა­ხელ­წო­დე­ბით "სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სად­მი - თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­დან პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე’’ (SCR-22-119) ეხე­ბო­და სკო­ლის მოს­წავ­ლე­თათ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას სსიპ წინ­წყა­როს სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და სსიპ მიკ­რო და ნა­ნო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტის სას­წავ­ლო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბა­ზებ­ზე შე­სა­ბა­მი­სად. პრო­ექ­ტში უშუ­ა­ლოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მზის ელე­მენ­ტე­ბის თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და მისი პრაქ­ტი­კუ­ლი დამ­ზა­დე­ბა მიკ­რო და ნა­ნო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტში. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს თე­ო­რი­ულ სა­კი­თხე­ბი და გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცია სკო­ლა­ში, ხოლო უშუ­ა­ლოდ მზის ელე­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ნა­ხეს ინ­სტი­ტუ­ტში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვორ­ქშო­ფი მიზ­ნად ისა­ხავ­და ხელი შე­ე­წყო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­მე­ნი­ლი თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გებ­თან და ამ შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­დევ უფრო გა­ემ­ყა­რე­ბი­ნათ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, გა­ეღრმა­ვე­ბი­ნათ ინ­ტე­რე­სი ახალ-ახა­ლი კვე­ლე­ვე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლო ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სად­მი. გარ­და თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­და სხა­დას­ხვა დის­ციპ­ლე­ნე­ბის თა­ნაკ­ვე­თა, რო­გო­რე­ბი­ცაა ფი­ზი­კა და ქი­მია, უცხო ენე­ბი, ინ­ჟი­ნე­რია და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ანუ პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) პროგ­რა­მით სწავ­ლე­ბა­საც. ინ­სტი­ტუ­ტში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა მო­ი­თხოვ­და პრაქ­ტი­კუ­ლი ქი­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, მი­ღე­ბუ­ლი ხელ­სა­წყოს - მზის ელე­მენ­ტის კონ­სტრუქ­ცი­ულ და ტო­პო­ლო­გი­ურ გათ­ვლებს და სა­ერ­თო ჯამ­ში ამით ვორ­ქშოფ­მა შე­ი­ძი­ნა ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ხა­სი­ა­თი. ვორ­ქშო­ფის თემა იყო მზის ლე­მენ­ტე­ბის შექ­მნა და გა­მო­ყე­ნე­ბა. პირ­ვე­ლი დღე მი­ე­ძღვნა მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სკო­ლა­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მარ­თვას თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ, ხოლო 4 დღე ვორ­ქშო­ფი გა­ი­მარ­თა თბი­ლის­ში, მიკ­რო და ნა­ნო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტში. მოს­წავ­ლე­ებ­მა ამ ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხეს და უშუ­ლა­ოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს იმ ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში, რომ­ლე­ბიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იქნა მათ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ინ­ჟინ­რე­ბის მიერ. და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და მისი ტექ­ნი­კუ­რი ბაზა. მოს­წავ­ლე­თათ­ვის მო­ე­წყო პრე­ზენ­ტა­ცია ინ­სტი­ტუ­ტში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ნა­ხეს ინ­სტი­ტუ­ტში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ელექტრუ­ლი და ოპ­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბი.

ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­თათ­ვის მო­ე­წყო ექ­სკურ­სია სხვა კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­ში: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ელეფ­თერ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი და გრი­გოლ წუ­ლუ­კი­ძის სამ­თო ინ­სტი­ტუ­ტი. ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და გა­ეც­ნენ მათი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას. ვორ­ქშო­ფის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს გა­და­ე­ცათ სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი ვორ­ქშოფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.